საია-ის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და დიდ პალატაში საქმის განხილვის გადაცემით მოსამართლეებმა პასუხიმგებლობის გადანაწილება უზენაესი სასმართლოს სრულ შემადგენლობაზე მოახდინეს.
ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„რუსთავი2-ის საქმე იქნება დამაზიანებელი ქვეყნის იმიჯისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში და ქვეყნის მომავლისთვის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს რუსთავი2-ის ფასი გაზრდილია. რატომ? რისკები ადამიანების უფლებების დაცვითა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მიმართ იზრდება საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ამიტომ კრიტიკული მედიის როლი გაიზარდა ქვეყანაში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.