19 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეს აჩრდილად მოჰყვება ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის ფაქტი - შალვა შავგულიძე

"რუსთავი2-ის საქმეს აჩრდილად მოhყვება ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის ფაქტი“, - ამის შესახებ განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, შალვა შავგულიძემ, გადაცემა არჩევანში განაცხადა და თქვა, რომ ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ზე დავა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მესაკუთრე, ეროსი კიწმარიშვილი, აღარ იყო ცოცხალი.

შავგულიძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში სხვა ქონებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავდა, მაგრამ რუსთავი2-ზე დავა მოგვიანებით დაიწყო.

რუსთავი2-ის საქმეს აჩრდილად მოhყვება ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის ფაქტი. აქაც არის სერიოზული კითხვები საზოგადოებაში, რომ ხომ არ არის ეს ერთი ხელით მართული ორი ფაქტი - რუსთავი2-ის ქონებრივ დავად მონათლული დავა და ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის ფაქტი. ვინაიდან აღსანიშნავია, რომ ქიბარ ხალვაშს არ დაუყენებია პრეტენზია რუსთავი2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის 2 თუ 3 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოხდებოდა ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი,“ - აცხადებს შალვა შავგულიძე. 

დღის ამბები