ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, აცხადებს, რომ მიმდინარეობს კომპანიაში ცალკეული ადამიანების პერსონალური განადგურების მცდელობები და მათ შორის თავად მის მიმართ.
ამის შესახებ გვარამიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ეს კონტექტი მოსამართლეებმა უნდა გაითვალისწინონ.
„მე არა ვარ მომხრე პოლიტიკოსებზე ანგარიშსწორების იმიტომ, რომ ეს ქვეყანას დაანგრევს, მაგრამ შემსრულებლების ადეკვატურად დასჯის მომხრე ვარ. მე არ ვარ მომხრე პოლიტიკური ვენდეტის, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა შემსრულებლების არის სავალდებულო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო მეტ ზიანს ამ ქვეყანას აყენებენ არა დამკვეთები, არამედ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ დაკვეთას ასრულებენ. დიახ, სახელწმიფო სტრუქტურები უნდა გაიწმინდოს ყოველგვარი დამკვეთების შემსრულებლებისგან. პოლიტიკოსებს ყოველთვის ექნებათ სურვილი, გასცენ დაკვეთები, მაგრამ ეს დაკვეთები დარჩება დაკვეთებად, თუ მათ არ ეყოლებათ უკანონო ქმედებებზე წამსვლელი სახელმწიფო მოხელეები,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.