კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია თვლის, რომ რუსთავი2-ის პროცესები პირველ ორ ინსტანციაში, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში, დარღვევებით წარიმართა. მეტიც, ჩოკორაია თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას უზენაესი სასამართლოც გეგმავს.
"უზენაესს სასამართლოს მარტივად უნდა მიეღო გადაწყვეტილება და საქმე სააპელაციო სასამაღთლოში დაებრუნებინა. ის ფაქტი, რომ საქმე დიდ პალატას გადაეცა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებად დატოვოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუტოვოს რუსთავი2 ქიბარ ხალვაშს. უზენაესი სასამართლო არაფრის შეცვლას არ აპირებს. მას შეეძლო, დღეს დაესრულებინა ეს საქმე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია," - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.