19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"იმედი მინდა მქონდეს, რომ ჩვენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოიქცევიან ღირსეულად,"-დავით ბაქრაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისგან კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი აქვს, თუმცა მათი შეფასებით, ცუდი ფაქტი იქნება თუ ის ძალაში დატოვებს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას, ეს კი უკანონობას უფრო მეტ ლეგიტიმაციას მისცემს.

„დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ჩვენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოიქცევიან ღირსეულად და შეძლებენ თუნდაც ეს ინსტიტუტი შეუნარჩუნონ საქართველოს და ამით შეინარჩუნონ ქვეყნის სახე შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა წლინახევრის მანძილზე სამწუხაროდ ასეთი ოპტიმიზმისთვის ძალიან ნაკლებ სივრცეს ტოვებს და ამიტომ სრულიად რეალურად გამოიყურება ცუდი ვარაუდი იმის, რომ პლენუმზე გადაცემის გზა გამოიძებნა იმისთვის, რომ შეიცვალოს რუსთავი 2-ისთვის ხელსაყრელი პრეცედენტული გადაწყვეტილება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მრეწველების შეფასებით კი სასამართლო და მედია თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან. მათი აზრით, საქმის დიდი პლენუმისთვის გადაცემა ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლო დიდი სიფრთხილით ეკიდება რუსთავი 2-ის საქმის განხილვას. 

 

დღის ამბები