"კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სასამართლო ხელისუფლება სრულიად დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილებებში,“- ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაზა გაბუნიამ გააკეთა რუსთავი 2-ის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქართული მართლმსაჯულების ყველა ინსტანციას გაივლის.
„ქართული ოცნება დისტანცირებულია ამ პროცესისგან, შესაბამისად, ბურთიც და მოედანიც მთლიანად არის სასამართლო ხელისუფლების მოედანზე,“- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.