19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
თუ დიდი პალატა "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, უარყოფით გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე - დიმიტრი საძაგლიშვილი

რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე არა მხოლოდ მედია თავისუფლება, არამედ საინვესტიციო გარემო და ეკონომიკაა დამოკიდებული. 

"უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ ხელი არ მოაწერა და არ გახდნენ ურთმელიძეები და გუჯაბიძეები. მაგრამ, მათ ვერ დააკმაყოფილეს ვერც ჩვენი სააჩივარი. დიდი პალატისთვის საქმის გადაცემით, ხდება პასუხისმგებლობის კოლექტივიზაცია. ანუ აღარ იქნებიან კონკრეტული პირები, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ კანონიერ თუ უკანონო გადაწყვეტილებებზე, თუმცა, ეს არ გამოვა და საზოგადოება გაიგებს ვინ რას დაუჭირა მხარი. 

"უზენაეს სასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ რეესტრის უტყუარობის პრეზუმცია მნიშვნელოვანი სამსართლებრივი პრინციპია და აღიარებულია კანონდმებლობით და განმტკიცებულია სასამართლო პრაქტიკით. დადგენილია, რომ ფასის დისპროპორცია არ არის საკმარისი საფუძველი გარიგების ბათილობისთვის, საჭიროა დადგინდეს ჰქონდა ადგილი თუ არა თავისუფალი ნების არარსებობას. დიდი პალატისთვის ამ საქმის გადაცემით შეიძლება არსებული პრაქტიკა შეიცვალოს. 

"იმ შემთხვევაში თუ ძალაში დარჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს საკმაოდ უარყოფით გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკურ ვითარებას დააზიანებს. თუ დიდი პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეესტრის უტყუარობის პრეზუმცია აღარ იარსებებს, ინვესტორებს აღარ ექნებათ დაცულობის განცდა. შეიძლება ინვესტორი, რომელიც დღეს კანონიერად შეიძენს ქონებას, აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში. ანუ ის თუ დღეს იყიდის ქონებას და მას წლების წინ ამ ქონების მფლობელი უჩივლებს, დიდი პალატის მიერ მიღებული პრაქტიკით, საერთო სასამართლოები ინვესტორს ჩამოართმევს ამ ქონებას," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

 

 

დღის ამბები