"პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არავითარ შემთხვევაში ხელი არ მაქვს დაბანილი ამ საკითხთან მიმართებაშიც,"- ეს განცხადება პრემიერის მოვალეობის შესმრულებლმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში გააკეთა. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომ ეს არის ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ. მისივე თქმით, მან რუსთავი 2-ის საქმის დეტალები არ იცის.
პრემიერის მოვალეობის შესმრულებლის თქმით, მედიის თავისუფლების კუთხით "ნახტომისებური გაუმჯობესება" აქვს საქართველოს.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა,"- აღნიშნა კვირიკააშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მას არ აქვს საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს, რადგან მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ დასვა რუსთავი 2-თან დაკავშირებით კითხვა, თუმცა, მან პრემიერის მოვალეობის შესმრულებლისგან პასუხის დაზუსტება მოითხოვა.
"არავის არ გეგონოთ, რომ რუსთავი 2-ის მიჩუმება ვინმეს გაუვა“- მიმართა ელენე ხოშტარიამ პრემიერის მოვალეობის შესმრულებელს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.