"მედიის თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ემყარება. დღეს საქართველოში მედია არის როგორც არასდროს თავისუფალი, სასამართლოც არის თავისუფალი ზეწოლისგან,“- ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან გააკეთა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას 2 განზომილება აქვს.
„ამ საკითხს 2 განზომილება გააჩნია, ეს არის საკუთრების და მედიის თავისუფლების განზომილება, ვისურვებდი, რომ ორივე ნაწილში სახელმწიფო იყოს პირნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება,"- აღნიშნა კვირიკაშვილმა.