19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"რუსთავი 2-თან" დაკავშირებით პრემიერმინისტრის პასუხი იყო სამარცხვინო" - ელენე ხოშტარია

„რუსთავი 2-თან დაკავშირებით სამარცხვინო პასუხი იყო პრემიერმინისტრის, მან განაცხადა, რომ ამ საქმეს არ იცნობს... რუსთავი 2-ის საქმე იქნება ბოლო წერტილი ამ ხელისუფლებისთვის,“- ეს განცხადება ელენე ხოშტარიამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, ხელისუფლებას ლარის კურსის გასამყარებლად და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არანაირი გეგმა არ აქვს.

"პრემიერმინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ეკონომიკური განვითარების ტემპით ჩვენ ასი წელი გვჭირდება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დავეწიოთ,"-განაცხადა ხოშტარიამ.

 

 

 

დღის ამბები