19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"რუსთავი 2," ლარის კურსი, კრიმინალი - ცხარე კამათი საპარლამენტო უმცირესობასა და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს შორის

ცხარე კამათი საპარლამენტო უმცირესობასა და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს შორის, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. კამათი სხდომათა დარბაზში პრემიერობის კანდიდატსა და უმცირესობის წევრებს შორის პირველად რუსთავი 2-ის თემაზე დაიწყო.

დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა გახდა.

უმცირესობასთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ღიად პირველად თქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის კანდიდატებს ლარის კურსთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები.

პოლიტიკური შეფასება უმცირესობის წევრებმა პრემიერობის კანდიდატს წინასაარჩევნო ინციდენტებზეც მოსთხოვეს.

პრემიერმინისიტრობის კანდიდატს, ოპოზიციის წევრებმა შეკითხვა პოლიტიკური პასუხისმგებლობის და არაფორმალური მმართველის გავლენის შესახებაც დაუსვეს.

ავტორები: თამარ ბაღაშვილი, ნინო სამყურაშვილი.

 

დღის ამბები