„სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის წინასწარ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს,“- ეს განცხადება პრემიერობის კანდიდატმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს სასამართლო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნება, საუკეთესო სასამართლო პრაქტიკაზე დავუძნებული და გამჭვირვალე იყოს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქროს. ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ ეს ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს მინისტრობის კანდიდატების სრული შემადგენლობა უმრავლესობას, უმცირესობას და პატრიოტთა ალიანსს შეხვდა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.