ტელეკომპანია რუსთავი2-ის საქმე პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს ერთ-ერთი მთავრი თემა იყო. რუსთავი2-ის საქმეზე მმართველი პარტიის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. უმცირესობაში კი ამ საქმე "პოლიტიკურს" უწოდებენ და ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„სასამართლოს ყველაზე მაღალი იერარქიის ორგანო იხილავს ახლა ამ საქმეს. დიდი პალატას აქვს ყველაზე მაღალი მანდატი, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით ექნება ყველაზე მაღალი სანდოობა. დაველოდოთ სასამართლოს, ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევას,“ - აცხადებს ეკა ბესელია.
„პრემიერმა გუშინ ბრძანა, რომ ის არ იცნობს რუსთავი2-ის საქმეს, რაც არის აღმაშფოთებელი, რადგან ყველამ გაიგო, რაც ხდება რუსთავი2-ის გარშემო. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ის სამართლებრივი პრეცედენტი, რომელიც დამკვიდრდება, თუ რუსთავი2-ის მფლობელი შეიცვლება, იქნება დამღუპველი საქართველოს ეკონომიკისათვის. როდესაც ამაზე პრემიერი ამბობს, რომ ის არ იცნობს საქმეს, უბრალოდ სასაცილოა,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.