ენმ-ის წევრები უზენაესი სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები რუსთავი2-ის საქმეზე 30 ნოემბერს გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.
ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და დაასახელეს ის 4 კონკრეტული მაღალჩინოსანი, ვინც ჩართულია ამ პროცესში.
„ამ საქმით არის დაკავებული იუსტიციის მინისტრი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, ის უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ჩვენი ინფორმაციით, ასევე პრემიერის საპარლამენტო მდივანი, თადუმაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო გვენეტაძე. ეს არის დაუშვებელი, რომ ასე დაჩქარებულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართოს ეს პროცესი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, სხდომის ჩანიშვნა იგეგმება სწორედ 30 ნოემბერს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.