ენმ რუსთავი2-ის საქმეზე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უმცირესობის წევრებმა ისაუბრეს, არსებობს ზეწოლა უზენაეს სასამართლოზე, რომ ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღოს.
„ამ საქმით დაკავებული არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გამოყო ოთხი შემსრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაესვას საბოლოოდ წერტილი დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და მიიტაცოს ტელევიზია, ის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც საუბრობს რეალობაზე, რომელიც აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას და რომლის გარეშეც ჩვენ არ გვექნება პრეტენზია დემოკრატიულ მომავალზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატი ოთო კახიძის თქმით კი, პასუხისმგებლობა უშუალოდ პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
კახიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მათთვის და ქვეყნისთვის უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს.