3 საათზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. განცხადებას სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომპანიის საქმესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესის თაობაზე გააკეთებს.
პრესკონფერენცია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ოფისში გაიმართება.