19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ივანიშვილის მყარი ნება, "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, არის ძალაში," - ირაკლი აბესაძე

ივანიშვილის ძალიან მყარი ნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის არის ძალაში -ეს განცხადება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელისუფლების მეირ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლაზე და განაცხადა, რომ საქმე პირველივე დღიდან კანონმდებლობის სრული დარღვევით მიმდინარეობს.

აბესაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი განპირობებულია იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ რეალურ ყოფას აჩვენებს.

„ის, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქართული სამართალწარმოებისთვის უჩვეულოდ სწრაფად მიმდინარეობს, ის რომ რუსთავი 2-ის საქმე  ქართულ კანონმდებლობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიმდინარეობს ნათლად მიანიშნებს, რომ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ძალიან მყარი ნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის არის ძალაში და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები