19 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
გამოსაძიებელია ქიბარ ხალვაშმა როგორ მიიღო ეს ტელევიზია - ირმა ინაშვილი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეს და მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მოსამართლეთა მიმართ მიმდინარე ზოწოლებთან დაკავშირებით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ეხმაურება.

ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის საქმის გამოძიება უფრო ადრეული პერიოდიდან უნდა დაიწყოს, რადგან მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანია კეთილსინდისიერად არც ქიბარ ხალვაშს მიუღია.

„მე მიმაჩნია, რომ რუსთავი 2-ის საქმის გამოძიება უნდა დაიწყოს უფრო ადრე პერიოდიდან. ისიც გამოსაძიებელია ქიბარ ხალვაშმა როგორ მიიღო ეს ტელევიზია. ეს არის ჩემი პოზიცია, რომ ბოლოსდაბოლოს გაირკვეს, სად არის სიმართლე. არც ქიბარ ხალვაშს არ მიუღია ეს ტელევიზია როგორც მე ვიცი. ეჭვის საფუძველი რჩება რა თქმა უდნა, მაგრამ მტკიცებით ფორმაში არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მეტი არგუმენტებია საჭირო და მეტი მტკიცებულებები,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები