19 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი, ცირკში მგონია თავი, მგონია, ნიჭიერს ვუყურებ - ზარდიაშვილი გვარამიას ბრალდებებს პასუხობს

ვანო ზარდიაშვილმა რუსთავი2-თან დაკავშირებულ ბრალდებებზე კურიერს მხოლოდ დღის ბოლოს უპასუხა. სატელეფონო ინტერვიუში ქართული ოცნების დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს "დადგმული შოუ" უწოდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სხვა პირებთან ერთად გუშინ ნიკა გვარამიამ დიდი პალატის მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მტკიცებით, დეპუტატს უშუალოდ აქვს დავალებული, რომ რუსთავი2-ის  საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი მიიღოს და ამისთვის მას რამდენიმე დღე მისცეს.

„ეს არის გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი. რა ვიცი, რას შევადარო, ცირკში მგონია თავი. მსახიობია, რა ადამიანი, რომელიც ფანტაზიის უნარს აღვივებს და რაღაც სასწაულ წარმოდგენებს აკეთებს. ეს ყველაფერი იმ შოუს გაგრძელებაა, რასაც გვარამია დგამს. სრული აბსურდია. ჩვეულებრივი შოუა ეს ყველაფერი. მგონია, ნიჭიერს ვუყურებ,“ - განაცხადა ზარდიაშვილმა.

დღის ამბები