19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - იურისტები ოთხი მოსამართლის აცილებას ითხოვენ

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი2-ის საქმის განსახილველად ემზადება. მანამდე კი პალატის წევრებიდან შერჩეულ 9 მოსამართლეს რუსთავი2-ის იურისტების მიერ შეტანილი შუამდგომლობების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

კომპანიის იურისტებმა გუშინ სასამართლოში რამდენიმე შუამდგომლობა დაარეგისტრირეს. ისინი საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით, მხარეთა თანდასწრებით ითხოვენ.

ასევე ადვოკატები დიდი პალატის 4 მოსამართლეს უნდობლობას უცხადებენ და მათ აცილებას ითხოვენ.

„იმედი გვაქვს, რომ ამ მოსამართლეებს ეყოფათ და შუამდგომლობის ჩაბარების შემდეგ ისინი გააკეთებენ აცილებას, ან თუ ეს არ მოხდება, შემდგომ დიდი პალატა დააკმაყოფილებს და ისინი იქნებიან აცილებული. არაკვალიფიციური მოსამართლეც არის მიზეზი, რომ აცილებულ იქნას. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სულ სხვა გარემოებები მითითებული. ეს არის მათი მიკერძოებულობა, დამოუკიდებლობის არარსებობა მათ და ასევე მათ სანდოობაში ეჭვის შეტანა და დაინტერესება ჩვენი საქმის შედეგით,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი2-ის იურისტებმა გუშინ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართეს. ადვოკატები ეჭვქვეშ ქიბარ ხალვაშის მთავარ მტკიცებულებას აყენებენ.

საქმე ეხება ორგვერდიან ფინანსურ ბალანსს, რომლის საფუძველზეც რუსთავი2 ორი ინსტანციის სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

დღის ამბები