19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
მიხეილ ჩინჩალაძესთან მაქვს ურთიერთობა და ვმეგობრობ - ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც ნიკა გვარამია უზენაეს სასამართლოზე ზეწოლაში სდებს ბრალს, აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებს არ იცნობს, თუმცა ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული პალატის ხელმძღვანელთან მიხეილ ჩინჩალაძესთან აქვს ურთიერთობა და ასევე ამბობს, რომ მასთან მეგობრობს, რითიც ამაყობს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სასამართლოზე ზეწოლას "აბსურდს" და "გვარამიას მიერ დადგმულ შოუს ნაწილს" უწოდებს.

„მან ფაქტებით უნდა ილაპარაკოს. ის, როგორც მინიმუმ, იურისტი იყო და იცის, რომ მთავარია, როდესაც მსგავს ბრალდებებს აყენებ, ფაქტები, ან კონკრეტული შემთხვევები წარმოადგინო. სიცილის მომგვრელია ჩემი მხრიდან დიდ პალატაზე ზეგავლენის მოხდენა. შოუს ნაწილია, რომელსაც გვარამია დგამს,“ -განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები