ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოზე ზეწოლაში სდებს ბრალს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს.
„მე ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ. გვარამიას ფანტაზიის წყაროს დავუბრუნდეთ, როგორ შეიძლება, თუ ადამიანს არ იცნობ, მისგან დავალება მიიღო,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
კითხვას, თუ როგორ მოხვდა ქართული ოცნების პროპორციულ სიაში ვანო ზარდიაშვილი, დეპუტატმა არ უპასუხა.
ვანო ზარდიაშვილმა ასევე კითხვას, თუ საიდან ფლობდა ინფორმაციას, რა იყო ნიკა გვარამიას მხრიდან ნათქვამიდან სიმართლე, არ უპასუხა. მან გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას მხოლოდ ერთი ფრაზის სისწორე სჯერა.
„ის ბრიფინგი გვარამიასი, სადაც მან ეს ფრაზები განახორციელა, მე რაც მქონდა მარწმუნებელი, იყო ერთადერთი მისი სახე მაგ დროს,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე