19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
თუ რომელიმე მოსამართლეზე ხორციელდება ზეწოლა, პრეზიდენტი მზად არის, გვერდით დაუდგეს - ეკა მიშველაძე

საქართველოს პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მოსამართლეებს და გვერდით დაუდგეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ, განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა იმ საკითხს, რომელიც მედიას ეხება.

მიშველაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსამართლეებს აქვთ დაცულობა გარანტირებული კონსტიტუციით. გარდა ამისა, მათ აქვთ საქართველოს პრეზიდენტის დიდი მხარდაჭერა.

„პრეზიდენტი ყველა იმ თემას, რომელიც ეხება მედიას, ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მოსამართლეებს აქვთ უმაღლესი დაცულობა საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.  ამასთანავე, მათ აქვთ პრეზიდენტის ძალიან დიდი მხარდაჭერა.

"თუ რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეზე ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მზად არის, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს, გვერდით დაუდგეს ამ მოსამართლეებს და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსამართლეებმა პირნათლად შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები,“ - განაცხადა ეკა  მიშველაძემ.

დღის ამბები