19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
გადამწყვეტი ბრძოლა "რუსთავი 2"-სთვის - სასამართლო დუმს, "მომრიგებელი" ზარდიაშვილი ბრალდებებს უარყოფს

რუსთავი 2 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება - ამ დრომდე უცნობია ვინ განიხილავს ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს და დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის შუამდგომლობები, რომლებიც 4 მოსამართლის აცილებას და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას ითვალისწინებს.

მანამდე კი ბრალდებებს ვანო ზარდიაშვილი პასუხობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განმარტებები ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა. ზარდიაშვილი ამბობს, რომ არცერთი ინსტანციის მოსამართლეებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეზე მუშაობენ, არ იცნობს, რაც შეეხება ჩინჩალაძეს - მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

მიუხედავად ამ განცხადებისა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ვანო ზარდიაშვილი მთავარი მომრიგებელია მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტები პასუხს პროკურატურისგანაც ელოდებიან. რუსთავი 2-ის ადვოკატები ქიბარ ხალვაშის ორი მთავარი მტკიცებულების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პროკურატურას ამ დრომდე, აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადება იურისტებმა მთავარ პროკურატურაში გუშინ შეიტანეს.

ავტორი ნათია ტრაპაიძე 

 

დღის ამბები