„ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გავქვს რუსთავი 2-ის მიმართ“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა არჩევანში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის საქმის პროცესს აკვირდება და ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. როგორც კობახიძე აცხადებს, დღეს ყველა რისკფაქტორი მოხსნილია და ხელისუფლების მიზანი მხოლოდ მედია პლურალიზმია.
„ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გავქვს რუსთავი 2-ის მიმართ, კონკრეტულად იმ საქმის მიმართ, რომელიც განიხილება სასამართლოში. მედია რესურსი შეიძლება იყო დაკავშირებული პოლიტიკურ ძალასთან, შეიძლება არ იყოს დაკავშირებული. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილს აქვს დიდი გავლენა ამ მედიაზე და ვიცით, რომ მან შეიძლება საერთოდ დაკარგოს გავლენა საკუთარ პარტიასთან და შესაბამისად, დაკარგოს მედიაზე გავლენაც. ჩვენ არ ვიცით საით წავა პროცესები, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მედია პლურალიზმია და ჟურნალისტების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.