19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა.

დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე ჯონ ქირბიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების წუხილი მედიასივრცეში პლურალიზმის საკითხთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებელ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსთავი ორის საქმე ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოშია, რომელიც პირველი და სააპელაციო ინსტანციების გადაწყვეტილებებს იხილავს რუსთავი 2-ის მესაკუთრის ცვლილების შესახებ. რასაკვირველია გვაშფოთებს ის გავლენა, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართული მედია სივრცის პლურალიზმზე მოახდენს. როგორც წარსულშიც აღვგვინიშნავს, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოს წარმატებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში."  განაცხადა ქირბიმ.

დღის ამბები