19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გარეშე საქართველოში დემოკრატია ეჭვქვეშ დგება-EPP-ს ვიცე-პრეზიდენტი

რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლაზე ევროპარლამენტში საუბრობენ, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატები  კურიერთან საუბარში უვიზო მიმოსვლის შეფერხების მიზეზებს განმარტავენ.

მათი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის განხორციელებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ყველა ვალდებულება არ შეუსრულებია. ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი კი ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად რუსთავი 2-ის საქმეს ასახელებს.

„საქართველოს მხრიდან იყო დაპირება, რომ გაათავისუფლებდნენ პოლიტპატიმრებს, არ განხორციელდებოდა ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ქვეყანაში დარჩენილ ერთადერთ თავისუფალ ტელეარხ რუსთავი 2-ზე. მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ყველაფერი კარგად არ არის. მათი დაპირება, ჩემი აზრით ნაადრევი იყო, რადგან საქართველოში არანაირი მოტივაცია არ არის პოლიტპატიმრები გაათვისუფლონ, პატივი სცენ საკონსტიტუციო სასამართლოს ავტონომიასა და დამოუკიდებლობას, მედია პლურალიზმს და პირდაპირ რომ ვთქვათ, თავი შეიკავონ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებისგან. რუსთავი 2-ის  გარეშე საქართველოში დემოკრატია ეჭვქვეშ დგება,“-განაცხადა EPP-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

დღის ამბები