რომან გოცირიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მოსამართლეებს მიმართა.
„მოსამართლეებს მინდა მივმართო, პირადად მე, როგორც დეპუტატი, როგორც ადამიანი, შევეცდები და ავიყოლიებ ხალხს, რომ ვერასდროს ვერ გეღირსოთ თქვენ ევროპასა და ამერიკაში შესვლა, რომ თქვენზე, ისევე როგორც, მრავალი ავტორიტარული ქვეყნის ხელისუფალთა მიმართ, როდესაც სანქციებს იყენებენ, მოხვდეთ სანქცირებულთა სიაში. დარწმუნებული ვარ, რომ უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ათიათასობით ადამიანი პეტიციას მოაწერს ხელს, მასობრივ კამპანიას შეუერთდება, რომელიც აგიკრძალავთ ცივილიზებულ ქვეყნებში სიარულს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.