პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის თემა ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე პირდაპირ უკავშირდება მედია პლურალიზმის საკითხს და სასამართლო თავისუფლებას.
"პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია. მედიის დაცვა უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს. რუსთავი 2 ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია, კრიტიკული მედიის არსებობა გადის რუსთავი 2-ზე. ცხადი და ნათელია ვითარება. მთელი დატვირთვა მოდის სასამართლოზე, პრეზიდენტმა სასამართლოს შემადგენლობას მოუწოდა იყვნენ დამოუკიდებლები და მართლები კანონისა და სახელმწიფოს წინაშე. პრეზიდენტი მათ გვერდში დგომას პირდება. ჯერი უმაღლესი ინსტანციის უმაღლეს ორგანოზეა. ძალიან სერიოზული მოლოდინია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რადგან შეიძლება მასზე ძალიან მნიშვნელოვანმა სახელმწიფო ღირებულებამ გაიაროს," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე უწევს რუსთავი 2-ის თემაზე საუბარი.