ამერიკის შეერთებული შტატების მკაცრი გზავნილი საქართველოს. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგ განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ არსებული დავა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმზე.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია პლურალიზმი, მედია თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.
რუსთავი 2-ის საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ამრიკის კონგრესში, მათ დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფთან ისაუბრეს.
ავტორი დავით ნიკურაძე