მიზანმიმართული შეტევა მედიაზე სასამართლოთი ვერ შეინიღბება - ასე აფასებენ ექსპერტები ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილებს. დროული და ძალიან მკაცრი განცხადება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც ტესტი იქნება საქართველოს მედიათავისუფლების კუთხით.
ექსპერტები და პოლიტოლოგები სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძელებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
მთავრობას, როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ, გაითვალისწინონ შტატების ღია და კრიტიკული შენიშვნები. ოპოზიციაში თვლიან, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ამერიკის შეშფოთების მიუხედავად, ქართულ ოცნებაში დღეს უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებენ, რომ მედია პლურალიზმი მათთვის რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე არ გადის.
ავტორი ნათია გოგსაძე