19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები „რუსთავი 2“-ის საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების მკაცრი გზავნილი საქართველოს. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგ განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ არსებული დავა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმზე.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია პლურალიზმი, მედია თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. 

რუსთავი 2-ის საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ამერიკის კონგრესში, მათ დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფთან ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მედია თავისუფლება და პლურალიზმი, როგორც დემოკრატების ასევე რესპუბლიკელების წარმომადგენლები სენატში აცხადებენ, რომ ეს ის საკითხებია, რასაც შტატები დაიცავს. 

მაკკეინის ინსტიტუტის წევრი კი პირდაპირ ამბობს და გამოთქვამს, იმედს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელები არ შეიცვლებიან, დევიდ კრემერს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მედია პლურალიზმის და თავისუფლების კუთხით, საქართველოში ვითარება შეიცვლება, რაც ქვეყნის განვითარებაზე მოახდენს გავლენას. 

ამერიკიდან მიღებული მკაცრი განცხადებების ფონზე გიორგი კვირიკაშვილი კი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. დღეს პრემიერის ყველა შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა და უცნობია, მოუწია თუ არა კვირიკაშვილს ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე შენიშვნების მოსმენა რუსთავი 2-თან დაკავშირებით. 

ჯერ კიდევ გუშინ რუსთავი 2-ის თემა ევროკავშირის ასოცირების შესრულების ანგარიშში მოხვდა, 2 დღეში კი ასოცირების საბჭო შეიკრიბება, ამიტომ არ არის გამორიცხული, პრემიერს რუსთავი 2-ის თემაზე ევროპელი პოლიტიკოსებითვის პასუხების გაცემა 2 დეკემბერს მოუხდეს. 

ავტორი თამარ ნუცუბიძე, თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები