06 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების ნაწილი ისევ ერთჯერადი დახმარების გაზრდას ითხოვს

დამწვარი ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების უმეტესობა მერიის შეთავაზებულ 3 ათასლარიან დახმარებას დათანხმდა, ნაწილი კი საპროტესტო აქციებს განაგრძობს. მოლაპარაკება თბილისის მთავრობასა და დაზარალებულებს შორის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თანხას დაზარალებულები, სავარაუდოდ, ორშაბათიდან მიიღებენ. მოვაჭრეების ნაწილი შეთავაზებულ კომპენსაციას ამ დრომდე არ თანხმდება. საკრებულოს შეთავაზება მათთვის საკმარისი არ არის და საპროტესტო აქციას ისევ აგრძელებენ.

თანხის ჩარიცხვა დაზარალებულებზე მას შემდეგ დაიწყება, რაც მოვაჭრეების სია საბოლოოდ დადგინდება. ამ დროისთვის ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულთა ჩამონათვალში 345 ადამიანი ირიცხება.

3 ათასლარიანი კომპენსაციის წინააღმდეგ აქცია ხვალ ისევ იგეგმება. მოვაჭრეების ნაწილი ერთჯერადი დახმარების გაზრდის მოთხოვნით ხვალ პროტესტის გამოხატვას მთავრობის ადმინისტრაციასთან გეგმავს. ხვალვე პრემიერმინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის წინ კარვის დადგმასაც აპირებენ.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები