03 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
პრეზიდენტი მოსმენების კანონზე არასამთავრობოებსა და 300-მდე მოქალაქეს მხარს უჭერს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

ქვეყნის და მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს. გიორგი მარგველაშვილი კამპანია ეს შენ გეხება-ს და 300-მდე მოქალაქის სარჩელს ე.წ. მოსმენების კანონზე მხარს ამ ფორმით დაუჭერს.

გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე უმაღლეს ინსტანციას მხოლოდ თავის არგუმენტებს გაუზიარებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეგობრის სტატუსით დაუჭიროს მხარი ე.წ. მოსმენების კანონს, გაუგებარია უმრავლესობისთვის.

ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეების ნაწილი მათი წარსული პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, პრეზიდენტს შენიშვნებს არ გაიზიარებს.

ევროპული საქართველო გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებს.

 

დღის ამბები