03 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
"ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე საკუთარი თავის მიმართ"- გიორგი მარგველაშვილი

„მესმის თქვენი გაღიზიანება, რომ მე თქვენ ამ პრობლემებს გიზიარებთ,“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა.

„მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე საკუთარი თავის მიმართ. ერთი მხრივ სახელისუფლებო მხარე მაკრიტიკებდა, რომ ვიყავი ზედმეტად კრიტიკული, მეორე მხრივ ოპოზიციისთვის საკმარისად კრიტიკული არ ვიყავი. მე არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი, მე ვცდილობ პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და შეხედულებები. ხალხს აქვს პრობლემებიც, მიუხედავად იმ სტატისტიკური მონაცემების, რომელთა სიზუსტეზეც ახლა არ ვიდავებ, კარგი იქნება გაესაუბროთ საზოგადოებას და იმ გასაჭირს პირდაპირ თვალებში შეხედოთ, რომელიც მე თქვენამდე მოვიტანე. ხალხს უჭირს, არის პრობლემები, მათ ესმით წარმატებებიც, მაგრამ არის სერიოზული გასაჭირიც,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები არსებობს, თუმცა პრობლემები არსებობს.

„საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები, რომელიც დღეს არის გადასაჭრელი, მესმის თქვენი გაღიზიანება, რომ მე თქვენ ამ პრობლემებს გიზიარებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სირთულეები გადასაჭრელია, ესაუბრეთ საზოგადოებას, იარეთ ჩემთან ერთად რაიონებში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დებატები წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები