16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
აქციაზე დაკავებულები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიში იმყოფებიან - მათ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან

აქციაზე დაკავებული პირები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიში იმყოფებიან - მათ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დემონსტრანტები ადვოკატებმა მოინახულეს. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესები.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულების მონახულების დროს ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე, ავტომობილში ჩასმის შემდეგ, იძალადეს.

“ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები. მე მოვინახულე და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მათგანს, როდესაც პოლიციის მანქანაში ჩასვეს, როდესაც ედო ბორკილები, მინდა ამას ხაზი გავუსვა, მივიდა პოლიციის თანამშრომელი, მას ჩააწევინა თავი, დაარტყა ხელი და ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მასზე იძალადა,“ - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

დღის ამბები