22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
კომპანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებს აფერხებს

2013 წელს შპს ზიმომ გამარტივებული შესყიდვით ვალდებულება აიღო ოზურგეთში, სოფელ ლაითურში მშენებარე საპატიმროში წყალი შვიდ თვეში შეეყვანა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საპატიმროსთვის წყლის მიწოდება სახელმწიფოებრივი მნიშნვნელობის ღონისძიება იყო და შეფერხება რომ არ მომხდარიყო, სწორედ ამიტომ გაუფორმდა ზიმოს ხელშეკრულება უკონკურსოდ.

სამწელიწადნახევრის განმავლობაში შპს ზიმოს კონტრაქტის ვადა ოთხჯერ გაუხანგრძლივეს, მაგრამ ლაითურის საპატიმროს წყალი ისევ არ აქვს.

კომპანია ზიმო, რომელმაც გამარტივებული შესყიდვით, თითქმის შვიდმილიონიანი კონტრაქტი მიიღო, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშშიც მოხვდა.

კომპანიას შვიდი მილიონის ასათვისებლად 7 თვე ჰქონდა. ზიმომ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო, თუმცა ვალდებულება ბოლომდე არ შეუსრულებია. სამუშოაების გადავადების მიზეზებს იმით ხსნიან, რომ საპატიმროს მშენებლობა დაგვიანდა წყლის შეყვანაც საჩქარო აღარ იყო.

ავტორი: ლაშა კვესელაძე, ნოდარ მელაძე. 

დღის ამბები