08 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
პარტია "თავისუფალ საქართველოში" გიორგი მიქაუტაძის იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნას აპროტესტებენ

პარტია თავისუფალ საქართველოში გიორგი მიქაუტაძის იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნას აპროტესტებენ. კახა კუკავას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნით ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს სასამართლოს სისტემის გაწმენდას დამნაშავე კადრებისგან.

თავისუფალი საქართველო უახლოეს მომავალში იუსტიციის საბჭოს პიკეტირებს გეგმავს და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უფლებადაცვით ორგანიზაციებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები