08 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
დავით ნარმანიას ყოველწლიური ანგარიში - საკრებულოში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

ხვალ თბილისის მერი თვითმმართველობაში ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარდგეს. კითხვებთან დაკავშირებით, ქართული ოცნების წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ მერიასთან ყველა საკითხის შესახებ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ, რის გამოც ნარმანიასგან დამატებით ინფორმაციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავენ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, მწვავე დებატებისთვის ემზადება ოპოზიცია. კითხვების დასმისა და საკუთარი მოსაზრებების გასაჯაროების საშუალება დეპუტატებს მას შემდეგ მიეცემათ, რაც დავით ნარმანია საკრებულოს სხდომაზე ყოველწლიურ მოხსენებას წაიკითხავს. ოპონენტებს ხვალ პირველად შეძლებენ, თბილისის მერისგან საჯაროდ მიიღონ ინფორმაცია, მოსამართლე ნაზღაიძის სკანდალთან დაკავშირებით.

სავარაუდო კორუფციის ნიშნებს ოპოზიცია იმ მასშტაბურ პროექტებშიც ხედავს, რომლებიც თბილისში გენერალური გეგმის გვერდის ავლით ხორციელდება.

დასახელდება თუ არა დავით ნარმანია მეორე ვადით თბილისის მერობის კანდიდატად, ჯერ უცნობია.

დღის ამბები