15 მაისი 2024,   02:26
ვრცლად
მოსულში ISIS-ის ერთ-ერთი მთავარი რელიგიური ლიდერი მოკლეს

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური ლიდერი მოკლეს მოსულში. აბდულა ალ-ბადრანი საჰაერო თავდასხმისას მოკვდა, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების კოალიციამ განახორციელა.

ალ-ბადრანის სახელს ისლამური სახელმწიფოსთვის გამოცემული ბევრი განკარგულება უკავშირდება, რომლებიც სამოქალაქო პირების წამებას, მკვლელობასა და სექსუალურ ძალადობას ეხება.

ერაყის უსაფრთხოების ძალები ახლა ქალაქის ძველ ნაწილში კვლავ ალ-ნურის მეჩეთის აღებას ცდილობენ, რომელიც აისისის ლიდერების გასანადგურებლად მნიშვნელოვანი სამიზნეა.

დღის ამბები