06 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
შანხაის ავტოშოუ 21 აპრილს გაიხსნება

შანხაის ავტოშოუზე აუდის ახალი, კონცეფტუალური მოდელის პრეზენტაცია გაიმართება. აუდი-სპორტბექი მხოლოდ ელექტროენერგიაზე მუშაობს და ძირითადად აზიის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

ახალ მოდელს აუდი და მისი პარტნიორი კომპანია ფაუ -გრუპი ჩინეთში ერთობლივად გამოუშვებენ და გაყიდიან.

მომდევნო 5 წელიწადში 5 ასეთი მოდელის რეალიზაცია იგეგმება. ბაზარზე კი ჰიბრიდული Audi a-6-L მომავალი წლიდან გამოჩნდება. შანხაის ავტოშოუ კი 21 აპრილს გაიხსნება.

დღის ამბები