06 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისია - კომპრომისი, ბოიკოტი და განსხვავებული პოზიციები

საკონსტიტუციო კომისიას უკვე 3 ოპოზიციური პარტია გამოეთიშა. დღეს პროტესტი ნინო ბურჯანაძის წარმომადგენლებმა გამოხატეს, რომლებიც ქვეყნის მთავარ კანონში საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ჩანაწერს არ ეთანხმებიან.

გარდამავალი დებულების შესახებ მხოლოდ დღეს, სხდომის დაწყების წინ, გახდა ცნობილი.

კონსტიტუციის მე-11 მუხლს ერთგვარი დროებითი დავალება დაემატება, რომ სახელმწიფო უწყებებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს მიაღწიონ.

ამ შემთხვევაში დემოკრატიული მოძრაობა მარტო აღმოჩნდა, რადგან ამ შინაარსის ჩანაწერის დაფიქსირება კონსტიტუციაში ყველა პროდასავლური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესში იყო.

შესატან ცვლილებებში მთავარი სადაო საკითხები კვლავ პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემაა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ბოიკოტის შესახებ მორიგი განცხადებები გაკეთდეს. ოპოზიციურ პარტიებში არ მალავენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ბოლომდე ბრძოლას გეგმავენ. ორგანიზაციების წარმომადგენლები  საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნებას ელოდებიან, რათა შეხვედრაზე საკუთარი შენიშვნები დააფიქსირონ. მათი აზრით, ხელისუფლებამ განსხვავებული პოზიციებიც უნდა გაიზიაროს.  

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ კომისიაში ყველა საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებებამდე მიდიან.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი კი ახალი ნორმების ამოქმედების თარიღებია, რადგან ეს საკითხი ჯერჯერობით გარდამავალ დებულებაში არ არის გათვალისწინებული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები