03 მაისი 2024,   21:47
ვრცლად
მივიღეთ ძალიან უსუსური პასუხი ხელისუფლების მხრიდან - ელენე ხოშტარია პლებისციტზე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, ხელისუფლებას ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო აკრიტიკებს.

შაბათის კურიერში საუბრისას ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ უნდა გარისკვა და თავს იზღვევს, რომ პრეზიდენტი არ აღმოჩნდეს დაუმორჩილებელი და ამ ინსტიტუტის საკუთარ ხელში მოქცევა სურთ.

„აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცურმა ძალებმა საზოგადოებას შესთავაზოს მშვიდობიანი, ცივილიზებული ალტერნატივა იმისათვის, რომ მათ იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიანად, არჩევნების გზით დაემშვიდობონ ამ მთავრობას,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

მან ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული ბერკეტები არსებობს, მათ შორის, მათ მიერ დასახელებული მოთხოვნა პლებისციტის ჩატარების შესახებ.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გამოვედით ინიციატივით, რომ ჩატარდეს პლებისციტი აი, ამ ორ ფუნდამენტურ საკითხზე, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის საკითხი და საარჩევნო სისტემის საკითხი. აქ ჩვენ მივიღეთ ძალიან უსუსური პასუხი ხელისუფლების მხრიდან,“  - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები