01 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
აშშ-ის და იაპონიის ერთობლივი წვრთნები დაიწყო - ფხენიანი ამერიკული ავიამზიდის ერთი დარტყმით ჩაძირვით დაიმუქრა

შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ წყნარ ოკეანეში ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს. სწავლებაში ორი იაპონური გამანადგურებელი და ამერიკული სამხედრო ხომალდების ჯგუფი, ატომურ ავიამზიდ კარლ უინსონის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

მანევრები კორეის ნახევარკუნძულის მახლობლად, ფილიპინების რაიონში მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ 5 დღემდე გაგრძელდება.

დღეს ფხენიანი საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირების მიზნით, ამერიკული ავიამზიდის ერთი დარტყმით ჩაძირვით დაიმუქრა.

დღის ამბები