04 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
ივანიშვილი და მისი მარიონეტები აპირებენ კონსტიტუცია გადაახაიონ ქართველ ხალხს თავზე - გიორგი გუგავა

პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით 300-მა ხმოსანმა შესაძლოა, უკვე 2018 წელს აირჩიოს. იდეა უმრავლესობის ცალკეულმა წევრებმა წარმოადგინეს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამგვარ განცხადებებს უარყოფითად აფასებენ. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ამ პროცესებს „ცეცხლთან თამაშს“ უწოდებს.

"ეს არის ცეცხლთან თამაში და ძალიან მძიმე შედეგებით დაუმთავრდებათ, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილს, ბრძანების გამცემს და მის მარიონეტებს, რომლებიც აპირებენ კონსტიტუცია გადაახაიონ ქართველ ხალხს თავზე,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ამგვარად პრობლემას უმრავლესობა არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს უმზადებს.

„მე ვიცი ქართველი ხალხის სიურპრიზი, ძალიან ბევრი მინახავს, თუ როგორია ის ხელისუფლებისთვის. ისეთი ხელისუფლებისთვის, როგორიც დღევანდელი ხელისუფლებაა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე კი, ქართული ოცნების ახალ ინიციატივას „დამაშინებელს“ უწოდებს.

„ეს არის მცდელობა ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს გონია, რომ ხვეწნის პოზიციაში ჩადგება ოპოზიცია და იტყვის, რომ ოღონდ ეს არ ქნათ და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართო, ცდებიან ძალიან,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები