04 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
საქართველო უკრაინის კინოს დღეებს მასპინძლობს

საქართველო უკრაინის კინოს დღეებს მასპინძლობს - ფესტივალი უკრაინა ფოკურსში დღეს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით გაიხსნება. 4 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმები. კინოჩვენებების პარალელურად უკრაინელი კინემატოგრაფისტების მასტერკალებიც გაიმართება. 

"ვფიქრობ, რომ ხალხს ყველაზე მეტად კულტურა აერთიანებს. ამიტომ, ეს ფესტივალი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას კიდევ უფრო დააახლოებს. თბილისში ჩამოვიტანეთ დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით გვრიტის ბუდე, რომელიც უკრაინის ომის, უბრალო ხალხის ცხოვრებისა და რევოლუციის ფონზე, ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. ამ ფილმით ჩვენ ვყვებით იმ პრობლემებზე, რაც აქამდე ტაბუდადებული იყო. მოხარული ვარ, რომ ქართველი მაყურებელი ამ ფილმის ნახვას კინოთეატრში შეძლებს,“ - განაცხადა მსახიობმა რიმა ზიუბინამ.

დღის ამბები