04 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი.

თუმცა, მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული კომპრომისი აზრს დაკარგვას, ამ შემთხვევაში მოხდება წინადადების გადახედვა.

კობახიძემ ასევე მაჟორიტარულ სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით იყო წინააღმდეგობები თუმცა, განხილვები გრძელდება და გამოთქვამს იმედს, რომ მსჯელობების შედეგად კონსენსუსი მიიღწევა.  

დღის ამბები