06 მაისი 2024,   16:27
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის აზრით გაზის ტარიფი გაიზრდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე გაზის ტარიფის ზრდას პროგნოზირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, 2005 წლის შემდეგ ბუნებრივ აირზე ტარიფი არ შეცვლილა. 

„ცხადია იქიდან გამომდინარე, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფები არ გადახედილა, მას მერე ბევრი რაღაც შეიცვალა, საკმაოდ ბევრი ინვესტიცია განხორციელდა გაზის სექტორში, გარდა ამისა, ვიცით, როგორ წავიდა ლარის და დოლარის ურთიერთობა, როგორ შეიცვალა კურსი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფების ზრდას უნდა ველოდეთ, ალბათ, ივნისის ბოლოსთვის დაამთავრებს მარეგულირებელი კომისია და შემდეგ გამოცხადდება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება,“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ. 

დღის ამბები