06 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
უსუფაშვილის ახალი პარტია - შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

დავით უსუფაშვილმა პირველი პარტიული აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე დააანონსა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ახალ ცენტრისტულ პარტიას ქმნის და საარჩევნოდ მერობის კანდიდატებს არჩევს.

არ არის გამორიცხული, რომ მერობის კანდიდატად პარტიიდან თავად უსუფაშვილიც იყოს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ გუნდს მაისის ბოლოს წარადგენს. ამ ეტაპზე კონსულტაციები ყოფილ თანაპარტიელებთანაც მიმდინარეობს.

რესპუბლიკური პარტიის წევრები დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. განსაკუთრებული მოლოდინები ახალ პარტიასთან მიმართებაში არც მმართველ გუნდს აქვს.

დავით უსუფაშვილს პოლიტიკურ აქტიურობით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ უსუფაშვილის პარტია ბიძინა ივანიშვილის ახალი სატელიტი იყოს.

ვინ დააფინანსებს უსუფაშვილის ახალ პარტიას ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მაისის ბოლოს ისაუბრებს, მაშინ როცა პარტიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მოაწყობს.

დღის ამბები