06 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
ულტიმატუმი პრეზიდენტს - პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაემუქრა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარისგან მორიგი და ახალი ბრალდებების ადრესატი გახდა. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ დაემუქრა და იმ კონკრეტულ პირობაზე ისაუბრა, რომლის დაუცველობის შემთხვევაშიც ქართული ოცნება პრეზიდენტის არჩევნებს არაპირდაპირი წესით უკვე მომავალ წელს ჩაატარებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი დარწმუნებულია, რომ კობახიძის არასწორი აქცენტების უკან მიზანმიმართული დეზინფორმირება დგას.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნების არაპირდაპირი წესით ჩატარება უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ამას ჯერ კიდევ საარჩევნო სისტემაზე ვაჭრობის საშუალებად იყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ბრალდებების ადრესატი პრეზიდენტი დღეს უმრავლესობის ლიდერისგანაც გახდა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებების დაბლოკვას ორგანიზებულად ცდილობს.

პრეზიდენტთან ერთად თალაკვაძის ბრალდების ძირითადი ადრესატები დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ. 

დღის ამბები